მაისში ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner 2016“ გაიმართება

news
ავტ.: news იანვარი 18, 2016 14:25

მაისში ქართულ-ამერიკული სწავლება „Noble Partner 2016“ გაიმართება

vazianiვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ დაგეგმვის ძირითადი კონფერენცია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ-ამერიკული სწავლების დაგეგმვის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს, რაც წვრთნების ჩატარების ადგილების დათვალიერებასა და შეფასებას გულისხმობს.

სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ იმართება და მისი ამოცანა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თანამშრომლობის გაძლიერებაა. საველე სწავლებების დროს ქართული და ამერიკული სამხედრო დანაყოფები სხვადასხვა სამხედრო ამოცანებს ერთობლივად შეასრულებენ.

ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება.

წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ერთ-ერთი მექანიზირებული ასეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან, სწავლებაში აშშ-ის არმიის სხვადასხვა მექანიზირებული და ქვეითი დანაყოფები ჩაერთვებიან.

news
ავტ.: news იანვარი 18, 2016 14:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,239
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics