ირაკლი ლექვინაძე პრემიერმა ბიზნესომბუდსმენად დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. განცხადება კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა:
„გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი – ირაკლი ლექვინაძე. მას საზოგადოება უკვე იცნობს. იყო მერის მაოდგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტიც გახლდათ. ირაკლის ბიზნესსაზოგადოება კარგად იცნობს. ის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში. არის ძალიან წესიერი ადამიანი, პროფესიონალი და დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი გააგრძელებს იმ ძალიან კარგ ტრადიციას, რომელიც ამ ინსტიტუტში შეიქმნა. მართლაც, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა ეს ინსტიტუტი ეფექტური. ის იქნება ბიზნესის ხმა ხელისუფლებაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარე საპატრიარქოში მივა – შეხვედრაზე ბიბილოვის და სერბეთის პატრიარქის შეხვედრაზე ისაუბრებენ
შემდეგი სტატიასამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება – პრემიერი