სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარე საპატრიარქოში მივა – შეხვედრაზე ბიბილოვის და სერბეთის პატრიარქის შეხვედრაზე ისაუბრებენ

საქართველოს საპატრიარქო, სერბეთის საპატრიარქოში გაგზავნილ წერილზე პასუხის ამ დრომდე ელოდება.

წერილის ავტორები სერბეთის პატრიარქისა და ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ლიდერს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განმარტებებს ითხოვენ.

შეხვედრის შესახებ საპატრიარქოს ინფორმაცია საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მიაწოდა და განმარტა, რომ ბიბილოვი სერბეთის პატრიარქთან ოფიციალური ვიზიტით არ იმყოფებოდა.

საქართველოს დღეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავჯდომარე, მაია გოიკოვიჩი ეწვევა. პირველ შეხვედრას გოიკოვიჩი პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს, შემდეგ კი საქართველოს პატრიარქს შეხვდება. საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა სწორედ ბიბილოვის ვიზიტი იქნება.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში გვექნება ამ თემაზე საუბარი რატომ ჩავიდა და როგორ ჩავიდა, მაგრამ რა საუბარი იქნება ალბათ შეხვედრის შემდეგ აჯობებს ამაზე რომ ვილაპარაკოთ. საქართველოს ეკლესიას ოფიციალური წერილი ჯერ არ მიუღია სერბეთის ეკლესიისგან, მაგრამ მიიღო პასუხი ჩვენი ელჩის საშუალებით და ასევე ოფიციალური წერილიც მიიღო მან ამის შესახებ, რომ ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი სერბეთის რესპუბლიკაში და სერბეთის პატრიარქს არ მიუღია ბიბილოვი ოფიციალურად. ფაქტიურად შემთხვევითი შეხვედრით, შეიძლება ასე ითქვას, შემოიფარგლა,“- განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე მამა კახაბერ გოგოტიშვილმა.

ოკუპირებული ცხინვალის დეფაქტო ლიდერსა და სერბეთის პატრიარქს შორის შეხვედრა 12 იანვარს, სერბეთის საპატრიარქოში შედგა.

banner
წინა სტატიაში“ბახალას” მხარდასაჭერად – სამოქალაქო სექტორი მთავრობის ადმინისტრაციასთან მასშტაბურ აქციას გამართავს
შემდეგი სტატიაირაკლი ლექვინაძე პრემიერმა ბიზნესომბუდსმენად დანიშნა