ირაკლი კვარაცხელია – მადლობა ავთანდილ გალდავას უდიდესი ვაჟკაცური საქციელისთვის

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 15:46

ირაკლი კვარაცხელია – მადლობა ავთანდილ გალდავას უდიდესი ვაჟკაცური საქციელისთვის

გუშინ ექვსი საათის განმავლობაში ვიკითხებოდი პოლიციის განყოფილებაში. შევეცადე, მაქსიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა და თუ დამიძახებენ, მზად ვარ, ისევ მივიდე, – ამის შესახებ ირაკლი კვარაცხელიამ განაცხადა, რომელიც გუშინ ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელის ერთ-ერთი მძევალი იყო.

მისივე თქმით, გუშინ ყველა მძევლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. კვარაცხელიას განცხადებით, თავდამსხმელი იარაღს კარგად ფლობდა და თავდაპირველად ძალიან აგრესიული იყო.

„ჩვენ, მძევლები თავდამსხმელთან კომუნიკაციაში შესვლას ვცდილობდით. ასევე, რამდენიმე შეკითხვა დავუსვით მეგრულად, რაზეც მან პასუხი გაგვცა“, – აღნიშნა კვარაცხელიამ.

მისივე განცხადებით, თავდამსხმელს სამართალდამცველებთან მძევლის ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია.

ამასთან, ირაკლი კვარაცხელიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

„თანხა, რომელიც მას მიუტანეს გადაამოწმა, იყო ხუთი შეკვრა, თუმცა სათითაოდ არ დაუთვლია. ორი მძევალი მან აირჩია, პოლიციის უფროსმა კი თავად შესთავაზა მძევლობა. იგი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ გადავრჩენილიყავით. მადლობა ავთანდილ გალდავას უდიდესი ვაჟკაცური საქციელისთვის“, – განაცხადა ირაკლი კვარცხელიამ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 15:46