გამყრელიძე: ჯერჯერობით, გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, რისკ-ჯგუფებს ვთხოვ, აიცრან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით, ჯერჯერობით, ქვეყანაში კორონავირუსის გარდა, რინოვირუსი ცირკულაირებს და “გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა”. გამყრელიძემ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოუწოდა რისკ-ჯგუფებს, აიცრან გრიპის ვირუსზე.

“გრიპის ვირუსის გამოჩენას ველით ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ იმ მაღალ რისკ ჯგუფებს, ვისთვისაც პირველი პარტია ვაქცინა შემოვიტანეთ, აიცრან. ათ დღეზე მეტია, განაწილებულია ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ სამწუხაროდ, დღეისთვის მხოლოდ 5 000 ადამიანი აიცრა” – თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს გრიპის ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინის კიდევ 77 000 დოზა ჩამოვა, ნოემბრის პირველ რიცხვებში 100 000 დოზა, ხოლო ნოემბრის შუა რიცხვებში – კიდევ 23 000 დოზა.

“ამით დიდი რისკ ჯგუფები აიცრებიან. კიდევ, დამატებით კერძო სექტორს ექნება 40 00 დოზა, ამიტომ ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო-ნოემბრის თვე იქნება გრიპის საწინააღმდეგოდ აქტიური იმუნიზაციის პერიოდი, თუმცა, გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონი, არასოდეს გვიან არ არის, თუმცა, ჯობია, ეს იყოს ახლა” – თქვა ამირან გამყრელიძემ.

პირველ რიგში კლინიკებს იმ ადამიანებმა უნდა მიაკითხონ, ვინც მაღალ რისკ ჯგუფებში არიან – ორსულები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ ისინი, ვინც მკურნალობენ), აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები, ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი, ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე პერსონალი.

რისკჯგუფების სია ნოემბრიდან გაფართოვდება – აცრა დიაბეტის მქონე პირებს და 65 წლის ზემოთ მყოფ იმ ადამიანებსაც შეეძლებათ, ვისაც ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან გულსისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებები აქვთ. მათ გარდა, რისკ ჯგუფში შევლენ ექიმები, ექთნები, საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები, ბებიაქალები, სტომატოლოგები, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან; ასევე, ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები, პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი;

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 24 პროცენტი სტაციონარში მკურნალობს
შემდეგი სტატიაირაკლი კვარაცხელია – მადლობა ავთანდილ გალდავას უდიდესი ვაჟკაცური საქციელისთვის