ირაკლი კობახიძის : ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მედია პლურალიზმისა და მედის თავისუფლების შესანარჩუნებლად

თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს, იზიარებს პარლამენტის სპიკერი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მედია პლურალიზმისა და მედის თავისუფლების შესანარჩუნებლად.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების პირობებში, საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი, როგორც მედიის პლურალიზმი, ისე მედიის თავისუფლება. გახსოვთ თქვენ, რა მდგომარეობა გვქონდა 2012 წლამდე ამ კუთხით, სამივე ნაციონალური ტელეარხი იყო მმართველი პარტიის მონოპოლიის ქვეშ და დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია. ეს არის ჩვენი მიღწევა. მედია პლურალიზმი არ არსებობდა საქართველოში და ჩვენი ხელისუფლების პირობებში დამყარდა,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2″-ზე შეხება ძვირად დაუჯდება არა უბრალოდ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყანას” – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიადღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა დაამტკიცონ