“რუსთავი 2″-ზე შეხება ძვირად დაუჯდება არა უბრალოდ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყანას” – ჭიაბერაშვილი

“რუსთავი 2″-ზე შეხება ძვირად დაუჯდება არა უბრალოდ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყანას” -ამ განცხადებას, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს. უმცირესობის დეპუტატი შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ თავისუფალ მედიასა და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი დაინტერესებული გააჩუმოს რუსთავი-2.

“ნაციონალური მოძრაობა” კვლავ აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება უარყოფითად აისახება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

„რუსთავი 2″-ის შემთხვევა, ეს არ არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა, ეს არის ხელისუფლების მცდელობა, ჩაახშოს თავისუფალი სიტყვა და შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან მომდინარე მკაფიო განცხადებები ამის თაობაზე, ეს არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლების, რომ “რუსთავი 2”-ზე შეხება ძვირად დაუჯდება არა უბრალოდ ხელისუფლებას, არა უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყანას,“ – აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ითხვისის მაღაროში – გარდაცვლილია ელმავლის მემანქანე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის : ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მედია პლურალიზმისა და მედის თავისუფლების შესანარჩუნებლად