ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება

ამ ეტაპზე, სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კონკრეტული სახელისა და გვარების დასახელებისგან პარლამენტის თავმჯდომარემ თავი შეიკავა. მისი თქმით, მთავარი მიზანია სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატი შვიდ დეკემბრამდე შეირჩეს.

„კანდიდატებს, ბუნებრივია, დღეს ვერ დავასახელებ. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით ერთიან პოზიციაზე და ამის შემდეგ დასახელდება კანდიდატიც. მოგეხსენებათ, მოქმედ სახალხო დამცველს ვადა შვიდ დეკემბერს ეწურება და სწორედ ამ ვადებით ვიხელმძღვანელებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშივრცელდება ინფორმაცია სირიაში რუსი ბოქსიორის დაღუპვის შესახებ
შემდეგი სტატიავგმობთ ნაურუს პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე