ვრცელდება ინფორმაცია სირიაში რუსი ბოქსიორის დაღუპვის შესახებ

სირიის ტერიტორიაზე, სამხედრო შეტაკების დროს დაიღუპა რუსეთის მოქალაქე, ბოქსიორი ვიაჩესლავ ლაპშინი. სააგენტო “Новости” ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა.
მისი დის ოლგა ლაპშინის თქმით, ვიაჩესლავი პროფესიონალი ბოქსიორი იყო, ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც კი მოიპოვა. 2002 წელს მან ისლამი მიიღო, ხოლო სირიაში საბრძოლველად 2015 წელს გაემგზავრა, თან ცოლ–შვილიც წაიყვანა. მოგვიანებით, ვიაჩესლავ ლაპშინის ცოლმა რამდენჯერმე სცადა გაქცევა, თუმცა უშედეგოდ.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ქუმსიშვილის მოადგილეებს შეხვდა და სისტემაში არსებულ ვითარებას გაეცნო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება