ირაკლი კობახიძის 100 დღის ეფემერული წარმატება – „გული უგრძნობთ ვატერლოოს მოახლოებას“

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე „ოცნებას“, უფრო კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და მის კაბინეტს ვატერლოოს უწინასწარმეტველებს. ამის შესახებ ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

„სერიიდან: პარლამენტი და პარლამენტარები

საქართველოს პარლამენტს , პარლამენტის თავმჯდომარის და მისი კაბინეტის თაოსნობით, საზეიმოდ აღუნიშნავს პარლამენტის რეგლამენტის 100 დღე.

100 დღე გამარჯვების, მაგრამ ეფემერული წარმატების სიმბოლოდ არის მიჩნეული მას შემდეგ, რაც ნაპოლეონის 100 დღეს ბოლოს ვატერლოო მოჰყვა.
ვატერლოო – მწარე და სრული დამარცხება.

ჩვენმა პარლმენტის თავმჯდომარის კაბინეტს ან სიტყვა „ეფემერული“ ესმის თავისებურად (მაგალითად, „ეფექტურის„, ან „დახვეწილის“ სინონიმი ჰგონია) ან გული უგრძნობთ ვატერლოოს მოახლოებას.

აბა, სხვა როგორ აიხსნება 100 დღის აღნიშვნა?
თქვენ იცით?.“

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი – მუდამ გვემახსოვრება, რომ არჩილ ტატუნაშვილი არის გმირი
შემდეგი სტატიადოკუმენტი – სოფო კილაძე ომბუდსმენის მწვავე ანგარიშზე