დოკუმენტი – სოფო კილაძე ომბუდსმენის მწვავე ანგარიშზე

ეს არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელსაც ყოველ წელს სახალხო დამცველი წარმოუდგენს საქართველოს პარლამენტს – ასე ეხმაურება ომბუდსმენის ანგარიშს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

სოფო კილაძე დოკუმენტს, რომელშიც ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე, არჩევნებზე გამოვლენილ მწვავე დარღვევებზე და გახმაურებული საქმეების გამოუძიებლობაზეა საუბარი, ჩვეულებრივს უწოდებს.

„ერთი შეხედვით რაც ჩანს წინა წელთან შედარებით, ვერ ვუწოდებდი გაცილებით კრიტიკულს, არამედ ეგ არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელსაც ყოველ წელს სახალხო დამცველი წარმოუდგენს საქართველოს პარლამენტს. ჩვენ გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების გასულ წელს,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის 100 დღის ეფემერული წარმატება – „გული უგრძნობთ ვატერლოოს მოახლოებას“
შემდეგი სტატია“პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს” – ეკა ბესელია