ირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას – გოცირიძე

ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი ოქრუაშვილის მოსანახულებლად უნდა შევსულიყავი და უარი მივიღეთ – ამის შესახებ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს ქმედება პირდაპირი პოლიტიკური დევნა და კონსტიტუციის დარღვევაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები არიან.

„ხდება უპრეცედენტო მოვლენა, რაც არ ყოფილა პარლამენტარიზმის ისტორიაში. ირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას. 1 თვის განმავლობაში არც ერთ დეპუტატს არ გვიშვებენ ციხეში. მე პირადად 5 – ჯერ მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს. დღესაც ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი ოქრუაშვილის მოსანახულებლად უნდა შევსულიყავი და უარი მივიღეთ. ეს პირდაპირი პოლიტიკური დევნა და კონსტიტუციის დარღვევაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები არიან. ასეთი თავხედობა და ამ კუთხით კანონების დარღვევა პარლამენტის ისტორიაში არ ყოფილა. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეუძლია ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ შევა ციხეში და ვინ მოინახულებს პატიმრებს. პარლამენტის თავმჯდომარე აქამდე ხომ იყო პაიკი და მარიონეტი, ახლა რა შეიძლება იყოს მარიონეტზე მორჩილი, ეს სიტყვა თქვენ მიკარნახეთ,”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიდაძაბულობა საკრებულოსთან – ალეკო ელისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შენობაში არ უშვებენ
შემდეგი სტატიაბოკერია,უგულავა,მელია, ხაზარაძე,ჯაფარიძე, გვარამია … ყოველ მათგანზე საქმეა აღძრული