ბოკერია,უგულავა,მელია, ხაზარაძე,ჯაფარიძე, გვარამია … ყოველ მათგანზე საქმეა აღძრული

გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია … ყოველ მათგანზე საქმეა აღძრული.

არსებობს ცნობილი გამოთქმა Nothing personal just business – არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.

ჩვენს შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა. ბიძინა ივანიშვილი როცა ვინმეზე გაბრაზდება, ეგრევე პროკურორს უხმობს ხოლმე იმის დასასჯელად ვინც გააბრაზა და ეს საქმის აღძვრებიც სულ პერსონალური წყენა-ბრაზის გამოვლინებებია.

პრობლემა ისაა, რომ რაც ბიძინასთვის პერსონალური და პირადულია, ქვეყანასა და ხალხისთვის არის სისტემური და პოლიტიკური.

და თუ ვინმეს ეს არ სჯერა, შეუძლია ჩაატაროს პატარა ექსპერიმენტი: აგინოს ბიძინას უკანასკნელი სიტყვებით ისე, რომ ეს მის ყურამდე მივიდეს და მერე ნახოს რამდენ დღეში დაიბარებენ პროკურატურაში გამოკითხვაზე ხულიგნობის, ფულის გათეთრების თუ არამიზნობრივი დანახარჯების გამო. – წერს დავით ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას – გოცირიძე
შემდეგი სტატიაზუგდიდში, სავაჭრო ცენტრ ენგურის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა