დაძაბულობა საკრებულოსთან – ალეკო ელისაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შენობაში არ უშვებენ

ხმაური თბილისის საკრებულოსთან – ალეკო ელისაშვილი და ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს. ელისაშვილი ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით მიმართეს და შენობაში შესვლას ცდილობენ თუმცა, სამართალდამცვები ამის საშუალებას არ აძლევენ.

ადგილზე იმყოფებიან “შეცვალე,” “გაბედე” და “სირცხვილიას” წევრები.

“კუხიანიძე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ პოზიციას, რომ ის საკრებულოში არ უნდა იყოს და მანდატი უნდა დატოვოს. წარმოუდგენელია, რომ მტრის მიერ ჩვენი მოქალაქე დატყვევებული იყოს და საკრებულოს პირი ასეთ უღირს განცხადებებს აკეთებდეს” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხმაური მოყვა კიდევ ერთ ინციდენტს საკრებულოსთან, რა დროსაც შენობაში შესული საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ნადირაშვილი პოლიციამ საკრებულოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის დელეგაციამ პეკინში “აბრეშუმის გზის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძესაც კი არასდროს უკადრია, რომ ჩვენ ციხეში შესვლა მოგვეთხოვოს და მას უარი ეთქვას – გოცირიძე