ირაკლი კობახიძემ დღეს მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა – ზაალ უდუმაშვილი

ენმ-ის წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი ამბნობს, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებათა მაგიდა ააყირავა.

“ირაკლი კობახიძემ დღეს ყველაფერს ხაზი გადაუსვა და მოლაპარაკებათა მაგიდა თვითონ ააყირავა. როგორ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკებაზე ადამიანებთან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ პარტიას რეგიტრაციას მოუხსნიან? ჩვენ ალბათ, წავალთ მოლაპარაკებაზე, იმიტომ რომ მერე ჩვენ არ დაგვბრალდეს მაგიდის აყირავება, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მოლაპარაკებათა მაგიდა უკვე აყირავებულია.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგი “სუფთა რუსულ საბჭოთა კრიმინალურ სტილში” ჩაატარა.

“დღეს ეს ბრიფინგი იყო სუფთა რუსულ სტილში ჩატარებული, როცა ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ მოდით, და მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ გაგანადგურებთ, თუ არ მომელაპარაკებით. ეს არის ივანიშვილის სტილი, ასეთ საუბარსაა ის მიჩვეული რუსეთში, მან არ იცის, დასავლეთში როგორ ტარდება მოლაპარაკებები, ამიტომ ის შეეცდება, შანტაჟით გავიდეს იოლას მასთან, ვისაც ფულით ვერ იყიდის, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა

banner
წინა სტატიაშიიოსელიანი: უგულავა და ბოკერია ცდილობენ, გარეთ შეუშალონ ხელი შეთანხმების მიღწევას
შემდეგი სტატია“თუ ჯერ გადაწყვეტილი არ არის პარლამენტში ოპოზიციის შესვლის საკითხი, გაუგებარია, რა კომისიას ქმნის ბატონი კობახიძე”