იოსელიანი: უგულავა და ბოკერია ცდილობენ, გარეთ შეუშალონ ხელი შეთანხმების მიღწევას

უგულავა და ბოკერია ცდილობენ, გარეთ შეუშალონ ხელი პროცესის ნორმალიზებას და შეთანხმების მიღწევას, ხოლო შიგნით იგივეს აკეთებს ბაქრაძე, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზია ის, რომ პარტიის ორი მესამედი დარჩა გარეთ, ვერ მიიღეს მანდატები და სურთ, ქვეყნის ინტერესი თავიანთ პარტიულ, პირად ინტერესებს გადააყოლონ.

„ამის საშუალებას ჩვენ ვერ მივცემთ. რასაც აკეთებენ, ამის შეფასება არის ის, რომ მათვის მთავარია პირადი ინტერესი და ქვეყნის ინტერესი ფეხებზე კიდიათ. პარტიას, რომელმაც მილიონები დახარჯა და ხელმოცარული დარჩა, ინტერესი აქვს, რომ ააყირაოს სიტუაცია. ფაქტობრივად, „ევროპული საქართველო“ აღარ არსებობს. გიგა ბოკერია და უგულავა არიან გარეთ, პარლამენტში შევიდა ხალხი, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ არ ასოცირდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე ოპოზიციას: თავი შეიკავეთ ერთმანეთზე თავდასხმისგან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძემ დღეს მოლაპარაკების მაგიდა ააყირავა – ზაალ უდუმაშვილი