ირაკლი კობახიძე : სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი და დასაბუთებული

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებსთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაერთგზის გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დღეს გაავრცელა ოფიციალური განცხადება და სათაურში სიტყვასიტყვით არის აღნიშნული, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის როგორც კანონიერი, ასევე, დასაბუთებული.

„უნდა აღინიშნოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობასა და ამ პერიოდში მერაბიშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელა. სასამართლოს კითვები არ აქვს მერაბიშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით, შესაბამამისად სასამართლოს გადაწყვეტილება არავითარი ფორმით არ ცვლის მერაბიშვილის სამართლებრივ მდგომარეობას. სასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი ძირითად ნაწილში უსაფუძვლოდ სცნო და დაადგინა მხოლოდ ორი ხარვეზი, რომელიც არ არის ივანე მერაბიშვილის არც წინასწარი პატინრობის უკანონობის დდგენის და არც მისი ბრალეულობის უარყოფის საფუძველი“,-აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე : მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ვინ იყო და რა იყო ვანო მერაბიშვილი, ყველამ იცის