ოთარ კახიძე : მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც პოლიტიკური ნიშნით იდევნება

ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილი დვოკატმა, ოთარ კახიძემ მოინახულა. ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დახლოებით ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ კახიძემ ჟურნალისტებს მერაბიშვილის დანაბარები გადმოსცა.

„ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ მისი გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ყველა იმ პოლიციელის გამარჯვებაა, რომელიც უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, უკანონოდ იმყოფება პატიმრობაში ან შეავიწროვეს პოლიტიკური ნიშნით. ასევე, ეს არის გამარჯვება ყველა იმ საჯარო მოხელის, რომელიც გაათავისუფლეს სამსხურიდან ან პოლიტიკურ დევნაშია. ვანო მერაბიშვილს მიაჩნია, რომ, რაც ისედაც ნათელი იყო, ადამიანის ევროპულმა სასამართლომ პრაქტიკულად დაადასტურა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს და განაგრძობს ბრძოლას ყველა სამართლებრივი გზით.

banner
წინა სტატიაშიდარეჯან მინდიკაური : მაგდა პაპიძე მსახიობი იყავი მთელი ცხოვრება და ახლაც მსახიობი ხარ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა არის კანონიერი და დასაბუთებული