ირაკლი კობახიძე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ პრეზიდენტ დავით ასათიანს და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ კანონშემოქმედებით პროცესში ადვოკატთა ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, დავით ასათიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერს, რომელიც, მხარეთა შეფასებით, ადვოკატის უფლებების განხორციელებისთვის მყარ კონსტიტუციურ გარანტიებს ქმნის.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ და დავით ასათიანმა საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

banner
წინა სტატიაშიიმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ, საკითხის გადაფარვას ცდილობენ – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიავინ აკავშირებს ინფრასტრუქტურის მინისტრს „ბურჯის“ ბაზაზე აღმოცენებულ კომპანიებთან?!