ირაკლი კობახიძე : საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის თარიღი სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უმრავლესობის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი შესაძლოა, ხვალ გახდეს ცნობილი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ დაგეგმილია კონსულტაციები, რის შემდეგაც უმრავლესობის შეხვედრა ჩაინიშნება.

„ალბათ, ხვალ გვექნება გარკვეული კონსულტაციები და ამის შემდეგ გვეცოდინება როდის შედგება უმრავლესობის ფორმატში მორიგი შეხვედრა. ჩვენ გვექნება ყველა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში და ამის საფუძველზე ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში მიკერძოებულია, რასაც, თავის მხრივ, მიკერძოებული ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაცია განაპირობებს – კობახიძე
შემდეგი სტატიაშაქარიშვილი: უსახური ავტოფარეხები წარსულს უნდა ჩაბარდეს