ირაკლი კობახიძე-საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე ვიმუშავებთ

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში განიხილავს. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე – გამოყოფილი ოთხი სხვადასხვა მიმართულება”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელსაც სესიის განმავლობაში განიხილავენ, მათ შორის, გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწაზე.

„ჩვენ გვექნება სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით. არის რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ამ სესიის განმავლობაში. მათ შორის, როგორც მოგეხსენებათ, გრძელდება მუშაობა სასამართლო რეფორმაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელსაც პარლამენტი ამ სესიის განმავლობაში განიხილავს. ასევე, გაგრძელდება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე, როგორც იცით, არის გამოყოფილი ოთხი სხვადასხვა მიმართულება, სადაც არის შესამუშავებელი კანონპროექტები და მისაღებია შესაბამისი კანონები. ასევე, გვექნება, რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესი, დაკავშირებული საარჩევნო კანონმდებლობის და პოლიტიკური პარტიების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასთან და ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ ძალიან აქტიურად ეუთოსთან, ODIHR-თან. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, არჩევნების შემდეგ გვქონდა კონსულტაციები მათთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდება კანონპროექტები”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ჩვენი მიზანია, მეტროში მოცდის დრო ორწუთნახევრამდე შევამციროთ
შემდეგი სტატიაფოთში ზღვის სანაპიროზე, რეკრეაციული ზონის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა – ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს