ფოთში ზღვის სანაპიროზე, რეკრეაციული ზონის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა – ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

ოპოზიცია ფოთში ზღვის სანაპიროზე, რეკრეაციული ზონის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს. საკრებულოს წევრი ,,შენების მოძრაობიდან” მაია ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რომლის უკანაც სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორის ოჯახი დგას.

ჩხარტიშვილის მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს 10 ათას 807 კვ. მ მიწის ფართობი სწორედ იმ ფირმას გადასცეს, რომელიც გუბერნატორს და მის გარემოცვას ეკუთვნის. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩხარტიშვილის ინფორმაციით, თევზის ქარხნის მშენებლობა იგეგმება, რაც მისივე თქმით, ქალაქის ცენტრში დამატებით ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის.

ჩხარტიშვილი შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

ფოთის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით კი, აღნიშნულ ფირმას ამ ეტაპზე მიწის გადაცემაზე უარი ეთქვა, თუმცა არ გამორიცხავენ რომ იგი მომავალში აღნიშნული ფირმის საკუთრება გახდეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე-საგაზაფხულო სესიის განმავლობაში ოთხ სხვადასხვა მიმართულებაზე ვიმუშავებთ
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – „ოპიკის“ 50-მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო სანდო პარტნიორია