ირაკლი კობახიძე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარე რეგიონებში მეორე ტურს არ გამორიცხავს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასწარი შედეგებიდან გამომდინარე, რამდენიმე რეგიონში მეორე ტური გახდება საჭირო.

„იქნება სავარაუდოდ მეორე ტურები მუნიციპალიტეტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ პირველ ტურში დამთავრდება მერის არჩევნები.

ზოგადად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად ლიდერობს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვსაუბრობდით, რა თქმა უნდა, ჩვენს პროგნოზებზე, ვფიქრობდით, რომ პირველ ტურში ველოდებოდით თბილისში გამარჯვებას, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს იყო დამოკიდებული ამომრჩეველზე და მათ ნდობისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნება სავარაუდოდ ღამის 2 საათიდან დაიწყება – ცესკო
შემდეგი სტატია“გაცილებით მაღალ შედეგს ველი, რადგან ჩვენი მონაცემებით, კახა კალაძე ძალიან დამაჯერებლად იმარჯვებს” – მამუკა მდინარაძე