ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სომბოლურია მიხეილ სააკაშვილის წორედ დღეს დაკავება.

კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ჩატარებული ოპერაციისთვის წარმატება გადაუხადა.

„მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის დაკავებას. სიმბოლურია, რომ ეს მოხდა ზუსტად ცხრა წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ათი წლის წინ დაიწყო. ვულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ სტრუქტურებს-შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “, – განაცხადა კობახიძემ.

 

მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ხმოვანი შეტყობინება ჩაწერა

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ხმოვანი შეტყობინება ჩაწერა
შემდეგი სტატიაშსს მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრებს ავრცელებს