მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ხმოვანი შეტყობინება ჩაწერა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებულ ვიდეო მიმართვას ასაჯაროებს:

დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და სამში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე ვარ ძალიან მტკიცედ, ძალიან მედგრად და ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. მე არ მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ, აბა თქვენ იცით, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

 

https://youtu.be/BEi4brwkj3w

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა

 

banner
წინა სტატიაშიყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება