ირაკლი კობახიძე – ხელი არ უნდა შევუწყოთ გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:55

ირაკლი კობახიძე – ხელი არ უნდა შევუწყოთ გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას

ხელი არ უნდა შევუწყოთ გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას, – ასე უპასუხა პარლამენტის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ სერგეი გავრილოვის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე ჟურნალისტებს. რუსმა დეპუტატმა განაცხადა, რომ „საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე, რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“.

„ჩემი რჩევა თუ თხოვნა იქნებოდა, რომ დუმის ერთ-ერთი დეპუტატის განცხადებებს, რომელიც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა იმ ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც იყო საქართველოს პარლამენტში, დიდად აქტუალიზაციას ხელოვნურად ნუ გავუკეთებთ.

მისი განცხადებების აქტუალიზაცია მაინცდამაინც კარგი არ არის ჩვენი პოლიტიკური პროცესისთვის. მისი ამოცანა არის, რომ გარკვეული ელემენტები შემოიტანოს ჩვენს პოლიტიკურ პროცესში, ეს არის იმ ქვეყნის ინტერესებში, რომლის დეპუტატიც ის არის.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ მისი ამოცანების რეალიზებას არ შევუწყოთ ხელი. შესაბამისად, არ უნდა შევუწყოთ ხელი გავრილოვის განცხადებების აქტუალიზაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics