პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისიას მხარი დაუჭირა

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:43

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის კომისიას მხარი დაუჭირა

საარჩევნო კოდექსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო განხილვების კომისიის შექმნას საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა. კომისია 13 წევრისგან გაკომპლექტდა. კენჭისყრაში თანხმობის ღილაკს, როგორც უმრავლესობას, ისე ოპოზიციიდან ევროპული საქართველოს დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. სტვენისა და ხმაურის გამო სხდომიდან გაძევებული ევროპული საქართველოს დეპუტატები სხდომათა დარბაზში დაბრუნდნე, რათა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის საჭირო სახალხო განხილვის კომისიისთვის მხარი დაეჭირათ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო-სახალხო განხილვა სჭირდება. ამ მიზნით კი საორგანიზაციო კომისია უნდა დაკომპლექტდეს

region
ავტ.: region სექტემბერი 3, 2019 14:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics