ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება

ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საკონსტიტუციო კომისიაში სხვადასხვა თანამდებობრივი და სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენლები არიან.

“კომისიის წევრები არიან სხვადასხვა თანამდებობრივად სხვადასხვა საკონსტიტუციო ორგანოს წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს მთავრობის სხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ისინი არიან კომისიის წევრები. კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ სამწუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე კომისიის მუშაობისგან თავს იკავებს, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს სამუშაო პროცესში ისინი მოგვიანებით ჩაერთვებიან. გარდა ამისა კომისიაში ჩართულები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ექსპერტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები დღეს დაასახელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაკეთებული აქვს განცხადება, რომ არ აპირებს კომისიაში ჩართვას.

banner
წინა სტატიაშიმედია ლიბიელი თვითმფრინავის გამტაცებლების მოთხოვნებს აქვეყნებს
შემდეგი სტატია(video) პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა