(video) პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა

პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დაასახელა. ირაკლი კობახიძემ დავით უსუფაშვილთან კონსულტაციები დაადასტირა და განაცხადა, რომ მას პირადად ჰქონდა პარლამენტის ყოფილ თავმჯოდმარესთან კონსულტაციები, თუმცა უსუფაშვილმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. კომისიაში კონსტიტუციონალისტის სტატუსით შევა ყოფილი “რესპუბლიკელი” ვახტანგ ხმალაძე.

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და მასში შედიან:

ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.​

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ა) თამარ ჩუგოშვილი; ბ) არჩილ თალაკვაძე; გ) ზვიად ძიძიგური; დ) გიორგი ვოლსკი; ე) ილია ნაკაშიძე; ვ) მამუკა მდინარაძე; ზ) კახა ოქრიაშვილი; თ)კობა ნარჩემაშვილი; ი) სიმონ ნოზაძე; კ) ნინო გოგუაძე; ლ) ეკა ბესელია; მ) ვანო ზარდიაშვილი; ნ) დავით მათიკაშვილი; ო) გიორგი კახიანი; პ) ირაკლი სესიაშვილი; ჟ) გიორგი ლილუაშვილი; რ) სოფო კილაძე; ს) გედი ფოფხაძე; ტ) მანანა კობახიძე; უ) ზაქარია ქუცნაშვილი ფ) ზაზა გაბუნია; ქ) სავალან მირზოევი; ღ) ენზელ მკოიანი.

3. საპარლამენტო უმცირესობიდან ა) სერგი კაპანაძე; ბ) ოთარ კახიძე; გ) გიორგი ტუღუში; დ) ზურაბ ჭიაბერაშვილი; ე) ხათუნა გოგორიშვილი; ვ) სალომე სამადაშვილი; ზ) მამუკა ჩიქოვანი; თ) ირაკლი აბესაძე.

4. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებიდან” ა) ირმა ინაშვილი; ბ) ნატო ჩხეიძე. 5. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი: ა) სალომე ზურაბიშვილი.

6. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც:​ ა) შალვა შავგულიძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „თავისუფალი დემოკრატები“); ბ) დიმიტრი ლორთქიფანიძე (პოლიტიკური პარტია – „დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო“); გ) გიორგი გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“); დ) ნიკა მაჭუტაძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“).

7. გიორგი აბაშიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 8. ანა დოლიძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი. 9. თეა წულუკიანი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 10. შალვა თადუმაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი. 11. ზაზა თავაძე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. 12. ნინო გვენეტაძე – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 13. დავით გაბაიძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 14. ზურაბ პატარაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 15. გია გვაზავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 16. ვახტანგ ყოლბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 17. უჩა ნანუაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველი. 18. კობა გვენეტაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 19. ლაშა თორდია – გენერალური აუდიტორი. 20. დავით რაქვიაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.

21. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ა) ანა ნაცვლიშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია); ბ) ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო); გ) მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება); დ) ვახტანგ ნაცვლიშვილი (ღია საზოგადოება − საქართველო); ე) ლაშა ტუღუში (საქართველოს ეროვნული პლატფორმა); ვ) არნო სტეპანიანი (მრავალეროვანი საქართველო); ზ) დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია); თ) რატი ბრეგაძე – ექსპერტი; ი) ვასილ გონაშვილი – ექსპერტი; კ) ავთანდილ დემეტრაშვილი – ექსპერტი; ლ) ვახტანგ მენაბდე – ექსპერტი; მ) შალვა პაპუაშვილი – ექსპერტი; ნ) ზაზა რუხაძე – ექსპერტი; ო) მინდია უგრეხელიძე – ექსპერტი; პ) თენგიზ შარმანაშვილი – ექსპერტი; ჟ) ვახტანგ ძაბირაძე – ექსპერტი; რ) ჯონი ხეცურიანი – ექსპერტი; ს) ვახტანგ ხმალაძე – ექსპერტი.

 

https://youtu.be/pRTFD8KXgbg

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთვება
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოს განცხადება