ირაკლი კობახიძე: ელჩების განცხადებამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სივრცე მოსპო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2020 00:06

ირაკლი კობახიძე: ელჩების განცხადებამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სივრცე მოსპო

რადიკალური ოპოზიციის ენას სამწუხაროდ ძვალი არ აქვს, თუმცა ელჩების ამ განცხადებამ პრაქტიკულად მოსპო სივრცე ყოველგვარი სპეკულაციისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენ დავსვით კითხვა – შევთანხმდით თუ არა იმის თაობაზე, რომ მმართველ პარტიას უნდა განეხორციელებინა პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში. ამაზე მივიღეთ ძალიან მარტივი პასუხი – მეორე შეთანხმების მიზანი მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა კი არ ყოფილა, არამედ ეს ყოფილა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის პრევენცია. აქ ყველაფერი მარტივია, რომ შეთანმხება ვერ გახდებოდა მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის საფუძველი. პირიქით, ამ შეთანხმებას ამის საპირისპირო მიზანი ჰქონდა. ბუნებრივია, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მართალი აღმოჩნდა, ვერავითარ შემთხვევაში, მოლაპარაკების და მით უმეტეს შეთანხმების საგანი ვერ გახდებოდა რომელიმე სასამართლოს საქმეში მართველი პარტიის მხრიდან პოლიტიკური ჩარევა. ისეთ რამეზე ვდაობთ და ვკამათობთ, რაც არ შეიძლება ჯანსაღ საზოგადოებაში საკამათო იყოს. თუმცა ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ ესეც მოახერხა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 12, 2020 00:06