ირაკლი ღლონტი: ,,საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება”

პოლიტიკური პარტია ,,რეფორმატორების” თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში და ლუჟკოვის, როგორც დამნაშავის სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში არ მიცემის გამო მწვავე შეფასებას აძლევს ,,ქართულ ოცნებას”, მისი შეფასებით საქართველოს ხელისუფლება კოლაბორაციულია.

,,საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება ! ევროპასა და აშშ-ში ვიზიტი ეს დიპლომატიური მანევრია, რეალურად ჩვენ გვყავს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება, რომელიც არაფერს არ აკეთებს რუსული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, უფრო მეტიც სასათბურე პირობებში გვყავს რუსული სპეც სამსახურები და ამის საწინააღმდეგოდ არ მიმდინარეობს სათანადო რეაგირება.

ქვეყანა წალეკა რუსულმა პროპაგანდამ და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებული ე.წ. ჰიბრიდული ომი არსებით საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მომავალს.

ქვეყნის ხელისუფლებას ჩვენი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანი თვითდინებაზე ჰყავს მიშვებული, სინამდვილეში ის ერთგულ სამსახურს უწევს კრემლს !

ხელისუფლებას თვითდინებაზე ჰყავს მიშვებული ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოება, რაც შეფასებული უნდა იქნას, როგორც კოლაბორაციული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

იური ლუჟკოვი, რომელმაც მთელ ერს მოგვაყენა შეურაცხყოფა, ღირსეული და სამართლიანი ხელისუფლების პირობებში იქნებოდა სათანადოდ პასუხგაცემული და დასჯილი კანონის სახელით, მაშინ, როცა მას დარღვეული აქვს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი და ჩადენილი აქვს დანაშაული.

მჯერა, ხელისუფლებაში არსებობს პატრიოტი ადამიანები, რომლებიც უახლოეს მომავალში გაემიჯნებიან ანტიეროვნული ზრახვების მქონე ხელისუფლებას და დადგებიან ქართველი ხალხის გვერდით, რომელთა ინტერესი ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობაა.

ბატონებო და ქალბატონებო, საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეშია, ჩვენ ყველა ერთად ვდგავართ ურთულესი გამოწვევების წინაშე, უნდა გადავწყვიტოთ, ვემორჩილებით და თანხმობას ვაძლევთ ანტიეროვნულ ხელისუფლებას კოლაბორაციონიზმზე, თუ საფრთხეების გათვალისწინებით ვაგრძელებთ წინააღმდეგობრივ ბრძოლას და ამ გზით ვინარჩუნებთ ქართულ დემოკრატიას და ევროპულ, ღირსეულ მომავალს.

თხოვნით მივმართავ ახალგაზრდებს, ჩემს თანატოლებს, რათა მთელი პასუხისმგებლობა მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ და დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები ეროვნული ინტერესების დასაცავად.

ქართველებო, თანამოქალაქეებო, დღეს შიშის არა, დღეს რწმენის დროა ! გთხოვთ ვირწმუნოთ საკუთარი თავი და ვირწმუნოთ საქართველო ! ” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილმა და ტილერსონმა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
შემდეგი სტატია“ქვეყნისთვის უარყოფითია ის იმიჯი, რომ სააკაშვილს საქართველოში არ შემოესვლება”- გიორგი მარგველაშვილი (Video)