კვირიკაშვილმა და ტილერსონმა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

“აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ვთანხმდებით, რომ ამ სახის ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლა მოხდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო აშშ-ის სანდო პარტნიორია”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კვირიკაშვილმა ასევე დასძინა, რომ შეხვედრა საინტერესო და საქმიანი იყო.

“ჩვენ გვაქვს ზურგს უკან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის 25 წელი და გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, სადაც ჩვენი ურთიერთობების ყველა მიმართულებაზე და მათი გაღრმავების ძალიან საინტერესო პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. შეხვედრა იყო ძალიან დეტალური, საქმიანი, სადაც განვიხილეთ ძალიან საინტერესო პერსპექტივები ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების და აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/usdos/videos/10154510984296074/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ბიძინა-ზეცაში, მასთან…
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი: ,,საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება”