ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დაიწყო

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი დახვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვას სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში შედიან – საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

banner
წინა სტატიაში“ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა”- კახა კალაძე გორგი არეშიძის თანამდებობიდან გადადგომაზე
შემდეგი სტატია“გვაქვს გარკვეული ხედვები თუ როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება”