“გვაქვს გარკვეული ხედვები თუ როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება”

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საქართველო მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება.

“ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტები და ხედვები, თუ როგორი შეიძლება იყოს ფედერაციული მოწყობა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დაიწყო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: დაშანტაჟებები, შევარდნები ტელევიზიებში, აღარ უნდა განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში