ირაკლი ღარიბაშვილი- წყალტუბოს განვითარების შემაფერხებელი იყო წყალი, რომელიც კერძო კომპანიის მფლობელობაში იყო, წყლის დაბრუნების შემდეგ ინვესტორები მარტივად შემოვლენ , თვის ბოლოს ყველა სასტუმროს გამოვიტანთ ტენდერზე, რომელიც წინა მთავრობის დროს გაპარტახებული იყო და მალე დაიწყება მშენებლობა

წყალტუბოს განვითარების შემაფერხებელი იყო წყალი, რომელიც კერძო კომპანიის მფლობელობაში იყო, წყლის დაბრუნების შემდეგ ინვესტორები მარტივად შემოვლენ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თვის ბოლოს წინა მთავრობის დროს გაპარტახებულ ყველა სასტუმროს გაიტანენ ტენდერზე და მალე დაიწყება მშენებლობები.

„ნათქვამი იყო, რომ წყალტუბოში დაწყებულია ძალიან ბევრი პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თვის ბოლოს ვასრულებთ, ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც იქ მანამდე იყო გაპარტახებული წინა მთავრობის დროს. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წყალი დეკემბერში დავიბრუნეთ. წყალტუბოს წყალი იყო მთავარი შემაფერხებელი ბარიერი, რის გამოც ინვესტორები არ შემოდიოდნენ. მთავარი ღირებულება, სიმდიდრე წყალტუბოსი იყო წყალი, რომელიც იყო კერძო კომპანიის მფლობელობაში. ეს დავიბრუნეთ, 8 მლნ დოლარი გადავიხადეთ, რომელიც რეალურად უფრო მეტი ღირდა, 17 თუ 16 მლნ დოლარი. ახლა უკვე ძალიან მარტივად შემოვლენ ინვესტორები, ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებულია, აუცილებლად გამოვიტანთ სასტუმროებსაც და ძალიან მალე დაიწყება ეს მშენებლობები. ეს არის ჩვენი გეგმა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წინა სტატიაშიბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა უბედურება გჭირთ, თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩამოდიან და გვეუბნებიან, იქნებ პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული საქართველოსთან მიმართებაში – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – მე პირადად ვთქვი, რომ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის; ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა