ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა მითხრეს, რა უბედურება გჭირთ, თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩამოდიან და გვეუბნებიან, იქნებ პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული საქართველოსთან მიმართებაში – ღარიბაშვილი

მაშინ, როცა ჩვენი მთავრობა ინტენსიურად მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მიეღოთ, ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებული მეც მიყვებოდნენ და ჩვენს კოლეგებსაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დადიოდნენ ევროკავშირში და სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, ათას ცილისწამებას და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეღოთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირისგან, – ამის შესხხებ პრემიმერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან ახლახანს, ბრიუსელში ყოფნის დროსაც მოისმინა.

„ასეთი დონის ანტისახელმწიფოებრივ მტრობასთან გვქონდა საქმე. უფრო მეტს გეტყვით, რამდენიმე დღის წინ, მოგეხსენებათ, ბრიუსელში ვიყავი, თითქმის იდენტური ინფორმაცია მოვისმინე, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ძალიან ცნობილი ლიდერები, მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, იქნებ რამენაირად არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის „ნაციონალურ მოძრაობას“, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „არამხოლოდ მათ გულისხმობს“.

„დიახ და არა მხოლოდ, მათთან აფერილირებული წარმომადგენლებიც. ჩვენი ევროპელი კოლეგები გაოცებულები არიან, ამათ ჩააქვთ იქ დეზინფორმაცია, ათასი სისულელე და ავრცელებენ ამ ცილისმწამებლურ განცხადებებს და ინფორმაციებს. ამით რა თქმა უნდა, მათი ინტერესია ჩვენი ქვეყანა დაიჩაგროს, დაისაჯოს ჩვენი სახელმწიფო. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს, ჩვენმა მთავრობამ, თუ რამე გააკეთა რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მეტი. შეგახსენებთ, რომ ბატონი ივანიშვილის პარტიის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, ევროკავშირის გზაზე ჩვენ მივაღწიეღ ყველაზე დიდ პროგრესს. მთავარი დოკუმენტი, რაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას განსაზღვრავს ევროკავშირში, ეს არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, რომ მომწერა ხელი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას იტყოდა ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი ფასადურია, ღარიბაშვილი პასუხობს, საერთოდ „არ აინტერესებს, ვინ რა დაჯღაბნა“.

„ვინ თქვა ეს? რომლის თანახელმომწერი თუ თანაავტორი არის ელენე ხოშტარია? რატომ არ იცით ეს? ასე არის, მე ასე გავიგე. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, უფრო სწორად, ვინ რა დაჯღაბნა, ეს არის მორიგი დადასტურება ინფორმაციის, რაც მე გითხარით, რომ ჩადიან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რამენაირად, ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ასახული არ იყოს. სწორედ ბატონი ივანიშვილის დაწყებული არის ეს ძირითადი სტრატეგიული ხაზი, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციას, ივანიშვილის მთავრობამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, ივანიშილის გუნდმა მოიტანა უვზიო რეიჟიმი და განაცხადი ევროკავშირთან. ჩვენ შედეგებით უნდა ვილაპარაკოთ, ეს ზოგადი, აბსტრაქტული ცილისმწამებლური, ზედაპირული განცხადებები არის დამაბნეველი.

ის ფაქტი, რომ ეს ხელმოცარული, გაკოტრებული დესტრუქციული ძალა, რომელსაც ერთადერთი რამ სურდა და სურს, ქვეყანაში მეორე ფორნტის გახსნა და ამას ვერ მიაღწიეს, ეს არის ფაქტი. ყველა ძალას ხმარობენ და აკეთებენ ყველფერს იმისთვის, რომ რამენაირად ისევ ჩვენი ქვეყანა, სახელმწიფო დაიჩაგროს, დაისაჯოს და პოზიტიური დასკვნა არ იყოს, ესეც ფაქტია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეღვრეკისში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- წყალტუბოს განვითარების შემაფერხებელი იყო წყალი, რომელიც კერძო კომპანიის მფლობელობაში იყო, წყლის დაბრუნების შემდეგ ინვესტორები მარტივად შემოვლენ , თვის ბოლოს ყველა სასტუმროს გამოვიტანთ ტენდერზე, რომელიც წინა მთავრობის დროს გაპარტახებული იყო და მალე დაიწყება მშენებლობა