ირაკლი ღარიბაშვილი – შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება

შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შესახებ, „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკის შესახებ. საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს ევრო-ატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის ძალა. შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება“, – აღნიშნავს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შემდეგი სტატიააბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება