აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის მშენებლობა სრულდება

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობის დასრულების შემდეგ სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი, შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.

ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, მოადგილესთან დავით ვერავასთან და აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო.

,,აქ არსებული ავარიული სკოლის ნაცვლად მოსწავლეებს 60 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სკოლა ექნებათ, რომელიც ყველა არსებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. ჩვენი რეგიონის მასშტაბით ამჟამად 9 საჯარო სკოლის მშენებლობას და 11 სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ. ეს პროცესი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს მომავალ თაობას განათლება კომფორტულ გარემოში მიიღონ“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 000 ლარით ფინანსდება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – შავი ზღვის რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება ცხადყოფს, რომ საჭიროა თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე აყვანა და ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარება
შემდეგი სტატიაუმაღლესი საბჭოს წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს