ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს იმერეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს იმერეთს ეწვევა.

მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებს, ასევე ეწვევა სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილ საწარმოებს და გაეცნობა იმ სამუშაოებს, რომლებიც მის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს.

მთავრობის მეთაური 13:00 საათზე, “განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ქუთაისში ფალიაშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნობა.

banner
წინა სტატიაში23 200 ჯარისკაცი, 1 008 ტანკი, 190 თვითმფრინავი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაარ შემიძლია პუტინის ფსიქოლოგიაზე საუბარი, მაგრამ ყველას შეგვიძლია, მის უზნეობაზე ვისაუბროთ – კრიბი