არ შემიძლია პუტინის ფსიქოლოგიაზე საუბარი, მაგრამ ყველას შეგვიძლია, მის უზნეობაზე ვისაუბროთ – კრიბი

პენტაგონის სპიკერმა უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის “უზნეობა” გააკრიტიკა.

ჯონ კირბის თქმით, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რომელიმე საღად მოაზროვნე ლიდერმა შეიძლება, საავადმყოფოების დაბომბვა და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით დასჯა დაუშვას.

“ძნელია გადახედო ზოგიერთ სურათს და წარმოიდგინო, რომ რომელიმე საღად მოაზროვნე, სერიოზული, მომწიფებული ლიდერი ამას გააკეთებს. მე არ შემიძლია მის ფსიქოლოგიაზე საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მის უზნეობაზე ყველას შეგვიძლია ვისაუბროთ”, – თქვა მან.

პენტაგონის წარმომადგენელი ხაზგასმით ამბობს, რომ რომ ვერცერთი ეთიკური, მორალური პიროვნება ვერ გაამართლებს იმას, რასაც მოსკოვის ჯარები უკრაინაში აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს იმერეთს ეწვევა
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი – სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას, მათ სურვილს, იყვნენ სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვიქეცით სტრატეგიულ პარტნიორებად