ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – ეს არის ფარსი, ტყუილი, ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, ნახეთ ამერიკელი სენატორების გამოხმაურება, რომ დაგვიანებულია და არავითარი ფასი ამ ხელმოწერას არ აქვს

ეს არის ფარსი და ტყუილი, პოლიტიკური ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ხელმოწერის ფასი ნულია.

„ეს არის ფარსი და ტყუილი, პოლიტიკური ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, რაც მათ ჩაიდინეს. ხომ ნახეთ იგივე ამერიკელი სენატორების გამოხმაურება, რომ ეს დაგვიანებულია და არავითარი ფასი ამ რაღაც ხელმოწერას არ აქვს. მათ ჰქონდათ შანსი, ხელი მოეწერათ და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებოდით ამ შეთანხმებაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავედით ამ შეთანხმებიდან, რა თქმა უნდა, ეს თემა ამოწურულია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა – ის „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მხოლოდ ხელმოწერა და განცხადება არაფერს ნიშნავს, „ნაცმოძრაობამ“ ქმედებით უნდა აჩვენოს, რომ ისინი რეალურად არიან დაინტერესებული დეესკალაციით, პოლარიზაციის შემცირებით და ნორმალური, ჯანსაღი, კონსტრუქციული მუშაობით პარლამენტში