ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა – ის „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს

„ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა. ამის თაობაზე, მან საჯაროდ განაცხადა. შესაბამისად, იგი „ქართულ ოცნებას“ აღარ აფინანსებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის მიერ, მმართველი პარტიის დაფინანსების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება „სპექტაკლების დადგმის“ მცდელობაა.

მოსახლეობასთან, დაუზუსტებელი ფაქტებით საუბარი არ შეიძლება. ჟურნალისტის ვალდებულებაა, ხალხს სიმართლე უთხრათ. თუ მე ტყუილს ვამბობ, ხალხს უნდა აუხსნათ, რომ პრემიერი ტყუილს ამბობს. ასეთი განზოგადებული საუბარი, სპექტაკლები. არ გაქვთ სკანდალი და მას ვერ ქმნით. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა თვეების წინ დატოვა. ეს ავტომატურად გულისხმობს „ქართული ოცნების“ დაფინანსების შეწყვეტას. ჩვენი შემოსავლები აბსოლუტურად გამჭვირვალეა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ – ეს არის ფარსი, ტყუილი, ფარისევლობა და პოლიტიკური თაღლითობა, ნახეთ ამერიკელი სენატორების გამოხმაურება, რომ დაგვიანებულია და არავითარი ფასი ამ ხელმოწერას არ აქვს