ირაკლი ღარიბაშვილი- მარკ რუტესთან შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები და საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრთან საქართველოსა და ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები და საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა.

„ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩემს კოლეგა მარკ რუტესთან. განვიხილეთ საქართველო-ნიდერლანდების ურთიერთობების საკითხები, ჩვენი სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერის მნიშვნელობა. გამოვთქვით გლობალური და რეგიონული მასშტაბის საკითხების გადაჭრის მიზნით ჩვენი პარტნიორობის სფეროთა დივერსიფიკაციის იმედი “,- წერს პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40 % უკვე დაკარგა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი