ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი და კახა კალაძის დაპირისპირებაზე ჭორებს არავითარი საფუძველი არ აქვს

ჩემი და კახა კალაძის დაპირისპირებაზე ჭორებს არავითარი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძესთან მეგობრობს.

„ჩვენი საერთო მტრები, ჩვენი პარტიისა და ხელისუფლების, თუნდაც ჩემი და იგივე, ​კახასი ყოველთვის ასეთ რაღაცებს ეძებენ და მანიპულირებენ. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული თემები, აბსოლუტურად მოგონილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარ საფუძველი არ აქვს ამ ჭორებს. მე და კახა მოვდივართ 2011 წლიდან, მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს და ჩვენ ერთად გავიარეთ ისეთი პერიოდი, ასეთი ბევრი ადამიანი არ მოიძებნება დღეს პარტიაში. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრობაც გვაქვს. რაც წამოვედი თანამდებობიდან, არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. შეიძლება, არაპოლიტიკური, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.

მინდა, რეზიუმე გავაკეთო და ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხურო, წერტილი დავუსვა. რაზე უნდა ყოფილიყო დაპირისპირება? არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა არც პარტიის შიგნით და არც მით უმეტეს, მთავრობაში. შევახსენებ ყველას, რომ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე ​​და პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მქონდა ყველაზე მეტი ძალაუფლება, არც ერთ პრემიერ-მინისტრს სააკაშვილის დროს ასეთი ძალაუფლება არ ქონია. აქედან გამომდინარე, არავისთან მქონდა საჭიდაო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახლა არ ვაპირებ პარლამენტში შესვლას და მთაწმინდაზე კენჭისყრას
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები ენ-ჯე-ოები პირდაპირ მოითხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას