ირაკლი ღარიბაშვილი: C ჰეპატიტის ელემინაციის პროგრამა უწყვეტად გაგრძელდება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, C ჰეპატიტის ელემინაციის პროგრამა უწყვეტად გაგრძელდება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროგრამის პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და პროგრამაში ჩართული პაციენტების უმრავლესობა, C ჰეპატიტის ვირუსისგან სრულად განიკურნა.

„აპრილში ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტო პროექტი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. მოგეხსენებათ იგეგმებოდა პროექტის პირველ ეტაპზე გვემკურნალა C ჰეპატიტით დაავადებული 5 ათასამდე პაციენტისთვის და შედეგების შეჯამების შემდეგ მე-2 ეტაპი დაიწყებოდა. პირველმა ეტაპმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ მომავალი წლის დასაწისში ამერუიკელ პარტნიორებთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ C ჰეპატიტის პროგრამა უწყვეტად განვაგრძოთ. პირველივე ეტაპზე პროექტმა დიდი შეფასება დაიმსახურა რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური მთელს მსოფლიოში. საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთნ მიმართებით“,-აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი პრეპარატი შემოვა, რომელიც მკურნალობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

„საქართველოსი ძალიან მალე შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი „ჰარვონი“, რომლის გამოყენება უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას. შეგახსენებ, რომ 1 პაციენტის მკურნალობა დაახლოებით, 80-დან 100 ათას დოლარამდე ჯდება, ხოლო ჩვენი სახელმწიფო ამერიკის მთავრობის და კომპანია „გილიარდის“ დახმარებით, ამ პრეპარატს აბსოლუტურად უფასოდ აძლევს პაციენტებს. სახიხარულოა, რომ პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებმაც მკურნალობის კურსი გაიარეს, სრულად განიკურნენ. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ პაციენტების უმრავლესობამ დაამარჩხა C ჰეპატიტის ვირუსი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას დაესწრება
შემდეგი სტატიაოკუპირებულ დონბასში ისლამური სახელმწიფოსთვის იარაღს ამზადებენ