ოკუპირებულ დონბასში ისლამური სახელმწიფოსთვის იარაღს ამზადებენ

ოკუპირებულ დონბასში ისლამური სახელმწიფოსთვის იარაღს ამზადებენ

donbasi1მოვლენების განვითარების ბოლო ტენდენციები დონბასში აჩვენებს, რომ რუსეთმა, ეტყობა, ამ ოლქისთვის ახალი დანიშნულება დაუწესა. წინათ, აღმოსავლეთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსის მიერ დამზადებული იარაღის გამოსაცდელ პოლიგონს წარმოადგენდა და ამასთანავე, ეს იყო „ოქროს საბადო“ ადგილობრივი და რუსეთიდან ჩამოსული მაროდიორებისთვის. დონბასი ერთგვარი უტილიზაციის ადგილი იყო რუსული საზოგადოების არაკეთილსაიმედო ელემენტებისთვის, რომლებიც იღუპებოდნენ და იღუპებიან მითიური „ნოვოროსიისთვის“. მაგრამ დღეს ეს რეგიონი აქტიურად გამოიყენება იარაღის დამზადებისა და კონტრაბანდისთვის. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში (დსრ) წარმოებული შეიარაღების მთავარი შემსყიდველი დაეშია – „ისლამური სახელმწიფო“.

დროებით ოკუპირებულ დონბასში, „კომსომოლსკის საბადოს სამმართველოს“ საამქროებში სეპარატისტები, რუსი სპეციალისტების დახმარებით, ამზადებენ გადამტან რეაქტიულ მოწყობილობას (ПРПУ) 9П132 «Град-П» («Партизан») და მის კონტრაბანდასაც ეწევიან. აქ დასაქმებული მუშები 24 საათი მუშაობენ და უფრო დიდი ხელფასები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც მშენებლობით არის დაკავებული. ამიტომ, მასიურად მიდის შემდუღებლების გადაბირება იარაღის საამქროებში.
ინტერნეტით გავრცელდა აქ დამზადებული „გრადების“ ვიდეო-ფოტო მასალა, სადაც დაეშის ტეროტრისტები დონბასში დამზადებული გრადებით იყვნენ შეიარაღებულები. საინტერესოა ის გარემოება, რომ ბოლო დროს ყველა ვიდეოს, თავისი აქაუნთებით ინტენსიურად შლიან ინტერნეტ-სივრციდან.
რასაკვირველია, რუსეთი უარყოფს ნებისმიერ კავშირს სეპარატისტების მიერ დამზადებულ იარაღთან. როგორც კრემლს სჩვევია თავდაცვის მიზნით, ის პირველი ესხმის თავს მოწინააღმდეგეს (ამ შემთხვევაში უკრაინას), რითიც ცდილობს თავისი კვალის გადაფარვას. ასე იყო „ПРПУ (გადასატანი გამშვები რაკეტი ) „Град-П“-სთან დაკავშირებით, როცა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა, ედუარდ ბასურინმა განაცხადა, თითქოს უკრაინელმა მოხალისეებმა იმ თვითნაკეთი გამშვები აპარატიდან, იგივე გრადიდან, ესროლეს დასახლებულ ადგილს, რომელსაც დაეში ხმარობს.
კრემლი აქცენტს გამიზნულად აკეთებს მოხალისეებზე: რომ ეთქვათ, ამ «Град-П» ხმარობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებშიო, ნამდვილად ტყუილი იქნებოდა , რადგან ეს დანადგარები არ არის უკრაინის ჯარში და არც უკრაინის სამხედრო მრეწველობაში ამზადებენ. ამიტომაც აირჩიეს მოხალისეთა ბატალიონები, რომლებსაც „ვოლონტიორებთან შეუძლიათ ყველაფრის შოვნა “.
მაგრამ ვინადიან უკრაინაში იარაღის შემოტანაზე მკაცრი ემბარგოა დაწესებული, ვოლონტიორებს არა თუ იარაღის, არამედ კასკების და ბრონეჟილეტების შემოტანაც უჭირთ. ამიტომ გრადების და ნებისმიერი სხვა იარაღის შემოტანა თეორიულადაც გამორიცხულია.

donvasi

დაეშელი ტერორისტები გრადებთან ერთად, მომზადებულ ბოევიკებს – ამ იარაღის ოპერატორებსაც „მასპიძლობენ“. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთმა სამხედრო ჩინმა განაცხადა, რომ გრადის მსგავს მექანიზმს ტრადიციულად ხმარობს ტერორისტული ორგანიზაცია დაეში. იქვე, სეპატარისტულ დონეცკში მიდის მამაკაცების აქტიური გადაბირება სირიის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე დაეშის რიგების შესავსებად.
ბასურინის განცხადება ძალიან გავს შემოგდებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა აიარაღებს დაეშს. ამ ინფორმაცია მოდიოდა ვიღაც ლიბანელისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ის ყიდულობდა იარაღს (ჩინურ გადამტან საზენიტო რაკეტულ კომპლექსს FN6) უკრაინაში და თურქეთის გავლით უგზავნიდა დაეშის ბოევიკებს სირიაში.
კიევის ჯარის, კონვერსიის და განიარაღების კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ: 1. კუვეიტში დაკავებულ დაეშის მომხრე ლიბანელ უსამა ჰაიატს და მის ხუთივე თანამონაწილეს არასდროს არ გადაულახავთ უკრაინის საზღვარი. 2. უკრაინის სახელმწიფო საექსპორტო სამსახურს 2015 წლის 20 ნოემბრამდე არ მიუღია მიმართვა და არც გაუცია ნებართვა საერთაშორისო გზავნილების განსახორციელებლად, მათ შორის, ჩინური გადამტანი საზენიტო რაკეტული კომპლექსის FN6 ექსპორტ/იმპორტის ტრანზიტისა უკრაინის ტერიტორიიდან. 3. აღმოჩნდა, რომ მთელ რიგ შეიარაღებას დონბასის ოკუპირებული ტერიტორიიდან, რუსეთი დაეშს აწვდიდა ყირიმიდან. ეს შეიარაღება თავის დროზე დონბასში მოხვდა რუსეთიდან შემოსული ე.წ. ჰუმანიტარული ტვირთის „гумконвой”-ის სახით.
ამ მხრივ, ოკუპირებული, მარიონეტული დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები ძლიერ მომგებიანი და გამოსადეგი გახდა რუსეთისთვის – მას პირდაპირ ვერ დაადანაშაულებენ ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაში, რადგან რუსეთი, როგორც შეიარაღების რეალური მიმწოდებელი, არსად არის დაფიქსირებული. თუმცა რუსეთის პროპაგანდისტებმა და მისმა მარიონეტებმა დონბასში ძალიან კარგად იციან იარაღის წარმოშობაზე და მის მიწოდებაზე.

დონეცკის «Комсомольское рудоуправление» კირის მოპოვების ერთ-ერთი დიდი საწარმოა უკრაინაში. აქ დამზადებული გრადები და მათი შემდგომი ექსპორტი დაეშისთვის კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმის, რომ რუსეთი თავის სასარგებლოდ იყენებს „სპარატისტების მიერ“ ოკუპირებულ ტერიტორიებს, საიდანაც კონტრაბანდით გააქვს იარაღი სირიაში და სხვა რეგიონებში. ამას გარდა არის სხვა მტკიცებულებებიც: 3 დეკემბერს უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დაეშის უკრაინელი მხარდამჭერებისგან ამოიღეს იარაღი, რომელიც მათთან მოხვდა კონფლიქტის ზონიდან, დონბასიდან. ეს იყო ცეცხლსასრული იარაღი და «РГО»-ს ტიპის ხელყუმბარები. მარკიროვკის მიხედვით მათ უკრაინაში არ ამზადებენ და უკრაინის არც ერთ სამხედრო დანაყოფის შეიარაღებას არ გააჩნია ზემოთ ჩამოთვლილი იარაღი. როგორც თავად დაკავებულებმა აღიარეს, მათ იარაღი მიიღეს ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონიდან.
იარაღის გარდა, დაეშის ბოევიკები დღეს რატომღაც უკრაინის პასპორტებით არიან დაინტერესებულები. უკრაინის უშიშროების საბჭოს წყაროს ინფორმაციით, დაეშის წარმომადგენლებს ჰქონდათ მცდელობა, მოეპოვებინათ იმ უკრაინელი მოქალაქეების პასპორტები, რომლებიც დონეცკის და ლუგანსკის ბოევიკებმა ტყვედ აიყვანეს. გამომდინარე აქედან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კრემლი ამზადებდა მორიგ „საინფორმაციო ბომბს“, თითქოს დაეშის შემადგენლობაში იბრძვიან უკრაინის მოქალაქეები. ეს იქნებოდა მამხილებელი ფაქტი იმისა, რომ უკრაინა, რომელსაც ასე იცავს და ეხმარება დასავლეთი, მხარს უჭერს მსოფლიო ტერორიზმს, რომლის წინააღმდეგ ასე თავგამოდებით იბრძვის რუსეთი.
აქედან შეიძლება ერთი დასკვნის გაკეთება – რუსეთი არ იცვლება. როგორც უწინ, ეხლაც სხვის მიწებს იპყრობს იმისთვის, რომ გამოიყენოს თავისი დანაშაულებრივი მიზნებისთვის. ამასთან ის იყენებს მის მიერ კარგად გამოცდილ სქემას: წინასწარ ადანაშაულებს მათ, ვისაც თავის მტრებად მიიჩნევს.
იგორ ფედიკი

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: C ჰეპატიტის ელემინაციის პროგრამა უწყვეტად გაგრძელდება
შემდეგი სტატიაC ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში რევოლუციური პრეპარატი „ჰარვონი“ შემოდის