“ირაკლი ღარიბაშილი ქორწინების საკითხზე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის ინიციატივას ემსხვერპლა”

უფლებადამცველი, ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ქორწინების საკითხზე კანონმდებლობის გადახედვას გეგმავდა, რაც სავარაუდოდ, მისი გადაყენების მიზეზი გახდა.

კაკაბაძის თქმით, ნაცვლად იმისა, რომ შესწორება მოეხდინათ, ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

“წინა პრემიერმა განაცხადა, რომ ის ამას გააკეთებდა, თუმცა შესწორების ნაცვლად მოხდა ის, რომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. არსებობს ინფორმაციები, რომ სწორედ ამ განცხადებას ემსხვერპლა ღარიბაშილი და არა იმ კახულ კლანს, რომელიც დღესაც არსებობს და ისეთივე ფორმით ავიწროებს კახეთში მოსახლეობას, როგორც ადრე”, – განაცხადა კაკაბაძემ “პირველ პრესკლუბში”.

banner
წინა სტატიაშიყოფილმა პატიმარმა ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა წამებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი – ქართველებს შეგვწევს ძალა და უნარი, მომავალში არაერთხელ გავიმარჯვოთ გამოწვევებზე