ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ხელისუფლება არ აპირებს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას

ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლებას არ გააჩნდა პოლიტიკური ნება, რეალურად ესაუბრა საარჩევნო რეფორმაზე, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მზად არის ოპოზიციას მხოლოდ დაფინანსება შესთავაზოს და არა საარჩევნო კოდექსის ცვლილება.

„ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლებას არ გააჩნდა პოლიტიკური ნება, რეალურად ესაუბრა საარჩევნო რეფორმაზე. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ხელისუფლება სამომავლოდ ეცდება, ეს შეთანხმება გააფორმოს, როგორც შეთანხმებად და შედეგად. პირველივე დღეს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად იყო ოპოზიციასთან ელაპარაკა, თავად უმრავლესობაში გამოჩნდნენ წევრები, რომლებმაც ღიად თქვეს, რომ შედეგი არ იქნებოდა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილისა და ტორბიორნ იაგლანდის შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმზეც ისაუბრეს
შემდეგი სტატიათსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა