ირაკლი ბერაია: ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს

ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს. უდიდეს მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ, ვინც ღირსეულად ემსახურება ჩვენს ქვეყანას – საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს მისიებში აქტიურად მუშაობს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციაზე, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვასა და პოზიციების გამყარებაზე, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე.

მადლობა ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ერთგული და ეფექტიანი სამსახურისთვის !

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად – კაპანაძე
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : საქართველო მკაცრად გმობს ვენაში განხორციელებულ საზარელ ტერორისტულ აქტს