ჩვენ არ გვინახავს არცერთი დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად – კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, არც ყოფილა არცერთი დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლად.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეუთო/ოდირის წარმოამდგენლების განცხადებაშიც ნათქვამია, რომ არჩევნების ლეგიტიმურომა/არალეგიტიმურობას წყვეტს ქართველი ხალხი და არა სადამკვირვებლო მისია.
„ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული შეფასება ამ არჩევნებთან მიმართებაში. ჩვენ ვნახეთ ასევე ISFED-ის პარალელური დათვლა, რომელიც ამბობს, რომ არის 4%-ანი აცდენა გამოქვეყნებულ და რეალურ შედეგებს შორის. ვიხილეთ ომბუდსმენის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ეს აცდენა არის სერიოზული გავლენის მომხდენი საბოლოო შედეგებზე და რაც მთავარია, ჩვენ არ გვინახავს არც ერთი დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფლად და სამართლიანად. ეს არის მთავარი კრიტერიუმი და მთავარი შეფასება, რომელიც კარგი არჩევნების შემთხვევაში, გვესმის ხოლმე საერთაშორისო დამკვირვებლებისგან. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შეფასება ამ არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებლისგან არ მიუღია. მეტიც, გუშინ, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხს წყვეტს ხალხი და არა სადამკვირვებლო მისია. მითუმეტეს ის სადამკვირვებლო მისია, რომელიც არასრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი“, – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი : “ჩვენ არ შევეგუებით არჩევნების გაყალბებას! ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე 7 ნოემბერს, 17 საათზე!”
შემდეგი სტატიაირაკლი ბერაია: ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს